მნიშვნელოვანისიახლეები

კახა კალაძე ამბობს, რომ სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს რომ თითოეული პატიმრის, ჯანმრთელობის უსაფრთხოება მაქსიმალურად დაცული იყოს

თბილისის მერი, ქართული ოცნების გენერალური მდივანი, კახა კალაძე ამბობს, რომ სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს და გააკეთებს, რომ თითოეული პატიმრის, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის უსაფრთხოება მაქსიმალურად დაცული იყოს.

ასევე კალაძის განცხადებით, მე-18 სამედიცინო დაწესებულება ყველანაირად არის უზრუნველყოფილი, რათა სააკაშვილს შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდეს.

ყველა მოშიმშილეს მინდა მივმართო და ვთხოვო, რომ შეწყვიტონ შიმშილობა, ასევე, მინდა ყველას ჯანმრთელობა ვუსურვო, –

ჟურნალისტის კითხვაზე, არის თუ არა მიხეილ სააკაშვილის უფლებები დაცული და ვინ არის პასუხისმგებელი მის ჯანმრთელობაზე, კახა კალაძე პასუხობს, რომ მისი უფლებები დაცულია, ხოლო ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელი არის პენიტენციური სამსახური.

მან თქვა რომ თავს იკავებს სააკაშვილის შესახებ განცხადებების გაკეთებისგან და მისთვის მთავარი დედაქალაქში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტებია.

მსგავსი პოსტები

Back to top button