მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

კლინიკა “ბომონდი” განცხადებას ავრცელებს

ქუთაისში, კლინიკა “ბომონდში” კორონავირუსით ზუგდიდელი ახალგაზრდა ქალის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადება ვრცელდება.

პაციენტი კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში 9 დღის განმავლობაში მკურნალობდა.

როგორც კლინიკაში აცხადებენ, სამედიცინო დაწესებულებაში შესვლის მომენტისთვის მისი მდგომარეობა მძიმე იყო. პაციენტს ფილტვის ქსოვილის 72 პროცენტი დაზიანებული ჰქონდა და მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

არსებული ინფორმაციით, პაციენტი მელოგინე იყო. იგი ქუთაისის კლინიკაში მშობიარობის შემდეგ სამეგრელოდან გადაიყვანეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button