მნიშვნელოვანირეგიონი

კახეთი კვლავ სტიქიას ებრძვის – ხევების ადიდებამ 5 სოფელში ფერმერებს სასოფლო- სამეურნეო სავარგულები დაუტბორა

კახეთი კვლავ სტიქიას ებრძვის -თელავში წყალმომარაგების სატუმბო სადგური დაიტბორა

თელავის მუნიციპალიტეტში გადაუღებელმა წვიმამ, სასმელი წყლის სატუმბი სადგური დატბორა, საიდანაც მოსახლეობა წყლით მარაგდება. შექმნილი ვითარების გამო, ადგილობრივები წყალს გრაფიკით მიიღებენ.

სასმელი წყლის გარდა, სტიქიამ პრობლემა შექმნა გაზმომარაგებაშიც. ადიდებულმა მდინარე თურდომ მწყობრიდან გამოიყვანა გაზსადენი, რის გამოც მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ნაწილს გაზი არ მიეწოდება.

თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, რომ მდინარეების ალაზნისა და თურდოს, ასევე ხევების ადიდებამ, 5 სოფელში ფერმერებს სასოფლო- სამეურნეო სავარგულები დაუტბორა.

,,რამდენიმე დღიანმა გადაუღებელმა წვიმამ
და უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა თელავის მუნიციპალიტეტში.
ადიდებულია მდინარეები ალაზანი და თურდო. ადიდებულმა ხევებმა სოფელ ფშაველში, ლალისყურში, ქვემო ხოდაშენში, ყარაჯალასა და წინანდალში ფერმერებს პრობლემები შეუქმნა. დატბორილია სასოფლო-სამეურნეო სავარგულები.
შესაბამისი სამსახურები ადგილზე იმყოფებიან და მიმდინარეობს დაზიანებული ინფრასტრუქტურისა და ზარალის დათვლა-აღწერა”- განაცხადეს მერიაში.

სტიქიამ პრობლემები შექმნა ახმეტასა და გურჯაანშიც, სადაც გადაუღებელი წვიმების შედეგად, მდინარეებია ადიდებული.

მსგავსი პოსტები

Back to top button