რეგიონი

ზუგდიდის სასამართლომ 51 წლის მამაკაცს აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ, ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ 51 წლის მამაკაცს აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

მოსამართლე ირაკლი აბშილავამ სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა.

ბრალდებულმა სხდომაზე თქვა, რომ წარდგენილ ბრალს ნაწილობრივ აღიარებს.

მორიგი სასამართლო სხდომა 19 ივნისს ჩაინიშნა.

შეგახსენებთ, 23 მაისს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში 58 წლის ქალი ქმარმა მოკლა.

შსს ინფორმაციით გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, მეუღლეს – 1966 წელს დაბადებულ ფ.კ.-ს ბლაგვის საგნის გამოყენებით თავის არეში დაზიანებები მიაყენა, დაშავებული ქალი სამედიცინო დაწესებულებაში მოათავსეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მოკლული ქალის მეუღლე, 51 წლის მამაკაცი სამართალდამცველებმა ბრალდებული 24 მაისს მიმდებარე სოფელში 10 საათიანი ძებნის შემდეგ დააკავეს.

უწყების ცნობით, დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button