თარხან ბათირაშვილის ოჯახში მის მკვლელობას ადასტურებენ

პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანში, თარხან ბათირაშვილის იგივე ალ-შიშანის ოჯახში, მის მკვლელობას ადასტურებენ.

ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, მის საცხოვრებელ სახლში,სადაც მხოლოდ ბათირაშვილის მამა ცხოვრობს, ჭიშკარი გახსნილია და ახლობლები სამძმარს იღებენ.

“დღეს, დილიდან , ბათირაშვილებმა სახლის ჭიშკარი გახსნეს, რაც იმას ნიშნავს, რომ თარხანის დაღუპვის შესახებ ოჯახმა ოფიციალურად შეიტყო. ნათესავები სამძიმარს იღებენ, როგორც გავიგეთ, მათ წუხელ დაურეკეს სირიიდან.“ – განაცხადა სოფელ ბირკიანის მცხოვრებმა, თემურ მუთოშვილმა.

ე,წ “ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერი, “ჟღალ გენერლად” წოდებული, პანკისელი თარხან ბათირაშვილი გავრცელებული ინფორმაციით, თანამებრძოლებთან ერთად ავია იერიშების დროს დაიღუპა.

მსგავსი პოსტები

Back to top button