ოკუპირებული აფხაზეთის პარლამენტის წინ ვითარება უკიდურესად დაძაბულია

ოკუპირებული აფხაზეთის პარლამენტის წინ ვითარება უკიდურესად დაძაბულია.
აქ ოპოზიციის მხარდამჭერები სამართალდამცველების კორდონის გარღვევას შეეცადნენ.
ადგილზე ისმოდა სროლის ხმაც.
პარლამენტის შენობის წინ ადგილი ავტობუსებით არის ჩახერგილი.
დღეს, 21 დეკემბერს აფხაზეთში პოლიტიკური ძალები სოხუმში “არასანქცირებულ” მიტინგს მართვენ.
მიტინგამდე ერთი დღით ადრე,დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ მოქალაქეებს მიმართა და მოუწოდა, არ მიიღონ მონაწილეობა არასანქცირებულ მიტინგში და უკანონო და ანტისაკონსტიტუციო მოქმედებებში. ოპოზიციას კი ნებისმიერ საკითხზე დიალოგისკენ მოუწოდა.
“ჩვენ ვაღიარებთ, რომ არსებობს პრობლემები, გადაუჭრელი საკითხები, მაგრამ სახელმწიფოში მყიფე სტაბილურობისთვის საფრთხის შექმნის საფუძველი არ არის. ნებისმიერი კანონდარღვევა იქნება გამოვლენილი და აღკვეთილი”, – განაცხადა ბჟანიამ.
ოკუპირებული აფხაზეთის სახალხო-პატრიოტული კავშირი დე ფაქტო მთავრობას მოსახლეობის გაღატაკებასა და კორუფციაში ადანაშაულებს.