მნიშვნელოვანისიახლეები

„ნაციონალური მოძრაობა“ მასობრივი შიმშილობის აქციას იწყებს

„ნაციონალური მოძრაობა“ მასობრივი შიმშილობის აქციას იწყებს. გადაწყვეტილების შესახებ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე შეკრებილებს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ გააცნო. მელიას თქმით, შიმშილობა კახეთის გზატკეცილზე “ნაციონალური მოძრაობის” ოფისის მიმდებარედ დაიწყება.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებამდე შიმშილობის მასობრივ აქციას იწყებენ.შიმშილობა გაგრძელდება იქამდე, ვიდრე არ გათავისუფლდება საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

პარტიის თავმჯდომარე ამბობს იმასაც, რომ შიმშილობის მასობრივ აქციაში ჩართვისკენ ვერავის მოუწოდებს, თუმცა რაც უფრო ბევრნი იქნებიან, საბოლოო მიზნის მისაღწევად, მით უკეთესი იქნება.

მიხეილ სააკაშვილის ტყვეობიდან გათავისუფლებისთვის ვიწყებთ ახალ საეტაპო ბრძოლას, დღეიდან ჩვენ ვაცხადებთ მასობრივ საპოტესტო შიმშილობის აქციას. ეს მძიმე გადაწყვეტილებაა, ეს კონსტიტუციური უფლებაა, ეს არაძალადობრივი მეთოდია პროტესტის გამოთქმისა, მაგრამ მძიმეა. ამ მძიმე გადაწყვეტილების მიღების პროცესში მე შემიძლია ბევრ ადამიანს არ გამოვადგე რჩევის გასაცემად და ვერავის დავავალდებულებ გადადგას ეს მძიმე ნაბიჯი, მაგრამ აქვე დავძენ რაც უფრო მასობრივი იქნება და რაც უფრო მაღალი იქნება კონსოლიდაცია, შედეგი იქნება უფრო მალე პოზიტიური. მტელმა მსოფლიომ უნდა დაინახოს, რომ არ ვეგუებით ქვეყნის მესმა ეპრეზიდენტის ტყვედ აყვანას”, – თქვა მელიამ.

აქციაზე შეკრებილ ხალხს სააკაშვილის დედამ შვილის წერილი წაიკითხა სადაც   საქართველოს მესამე პრეზიდენტი ხალხს მიმართავს

ვწუხვარ ჩემი მმართველობის ბევრი საკითხის გამო, მაგრამ ამგვარი ქვეყნის აშენება არასდროს შემრცხვება და არასდროს ვინანებ. ევროპული ინტეგრაცია და ჩემი ამ ხნის ოცნება ახლა საფრთხეშია, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წერილშია აღნიშნული, რომელიც პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე შეკრებილებს სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ გააცნო.

როგორც მიხეილ სააკაშვილი წერილში აცხადებს, არაფერი ისე არ აახლოებს საზოგადოებას, როგორც სამშობლოსთვის ბრძოლა.

„ჩვენი დამოუკიდებლობის პირველივე დღეებიდან ოცნება, რომელიც მამოძრავებდა და მთავარი მიზანი, რომელიც გვქონდა, იყო მეხილა ჩვენი ქვეყანა დემოკრატიული, დასავლური ოჯახის სრულფასოვან და განუყოფელ ნაწილად, საქართველო შეუქცევადად შემდგარიყო დასავლური რეინტეგრაციის გზაზე. სწორედ ქართველი ხალხის ამ ოცნებამ მიგვიყვანა „ვარდების რევოლუციამდე“, წარმოუდგენელ რეფორმებამდე და შეუმდგარი ქვეყნის არნახულ აღმშენებლობამდე, რეგიონის ლიდერობამდე და სამაგალითო ქვეყნად ქცევამდე. მთელ პოსტსაბჭოთა სისტემაში პირველად იმგვარ დემოკრატიამდე, სადაც მმართველი პარტია შეიძლებოდა დამარცხებულიყო და ლიდერს ხელისუფლება მშვიდობიანად გადაეცა გამარჯვებულისთვის. ვწუხვარ ჩემი მმართველობის ბევრი საკითხის გამო, მაგრამ ამგვარი ქვეყნის აშენება არასდროს შემრცხვება და არასდროს ვინანებ. ხელისუფლების ერთადერთი წყარო ჩვენი ხალხია და ის წყვეტს, მოგვიყვანოს ხელისუფლებაში ან გაგვიშვას ხელისუფლებიდან. ევროპული ინტეგრაცია და ჩემი ამ ხნის ოცნება ახლა საფრთხეშია და ამიტომაც, ახლა ჩვენს გულებში, კვლავ ისეთივე სიმძლავრით აენთო ეს ოცნება და ისტორიული სურვილი, როგორც 2003 წელს“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

ამასთან, აქციაზე შეკრებილებს მიხეილ სააკაშვილის წერილის გაცნობამდე თავად გიული ალასანიამაც მიმართა.

„1989 წლიდან დაწყებული ამ ქუჩას ბევრი აქცია უნახავს, ბევრი დარბევაც უნახავს. დღეს არის ჩემი შვილის დაბადების დღე, ჩემთვის განსაკუთრებული დღეა. 30 წლის განმავლობაში, ჩვენმა ხალხმა, მოქალაქეებმა განურჩევლად მათი რელიგიური თუ ეთნიკური კუთვნილებისა, ძალიან ბევრი მსხვერპლი გაიღო, ბევრი სისხლი დაღვარა, იმისთვის, რომ მოეპოვებინათ დამოუკიდებლობა და შემდეგ შეენარჩუნებინათ. დღეს ჩვენ სწორედ ამ დამოუკიდებლობის დაკარგვის საფრთხის წინაშე ვართ. დღეს ჩემი შვილი პოლიტიკური უკანონო პატიმარია, მას ძალიან უნდოდა რომ დღეს თქვენთან ერთად ყოფილიყო, მაგრამ სამწუხაროდ, ამ შესაძლებლობას მოკლებულია. მთხოვა თქვენთვის წერილი გამეცნო“, – განაცხადა ალასანიამ.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button