რეგიონი

გურჯაანში გაუჩინარებული ქალის ოჯახი დახმარებას კიდევ ერთხელ ითხოვს

გურჯაანში გაუჩინარებული ქალის ოჯახი დახმარებას კიდევ ერთხელ ითხოვს.
გურჯაანის მუნიციპლიტეტის სოფელ ჯიმითიდან გაუჩინარებული თინა შიშნიაშვილის ოჯახი, დახმარებას კიდევ ერთხელ ითხოვს და თვლის, რომ ქალი ცოცხალია.

ოჯახის წევრები ,რადიო ჰერეთთან ამბობენ, რომ სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც გაუჩინარებული ბოლოს ნახეს, მას საფრთხე ვერ შეექმნებოდა.

” იქ არ არის გადაჩეხვის ან გადავარდნის შესაძლებლობა, რატომ უნდა მოეკლათ, არავის არაფერს უშლიდა. თუ ვინმეს გაძარცვა უნდოდა, თანხაც ადგილზე არ იქნებოდა. ვფიქრობთ, რომ ცოცხალია და ვერ გვაგნებს. ამიტომ ვთხოვთ, საზოგადოებას და სამართალდამცავებს, კიდევ მეტი ძალისხმევა გამოიჩინონ, რომ ბებია ვიპოვოთ. ჩვენს გარდა, არავინ ჰყავს და გაჭირვებაში ვერ მივატოვებთ”- ამბობენ ოჯახის წევრები.

შეგახსენებთ, 68 წლის თინა შიშნიაშვილს, ოჯახის წევრები უკვე 22 დღეა ეძებენ.
ბოლოს ქალი მეზობლის მამაკაცმა, სოფელ ჯიმითის მიმდებარე ტერიტორიაზე, ეკლესიასთან ნახა. ადგილზეა ნაპოვნი, შიშნიაშვილის ხელჩანთა, რომელშიც 100 ლარი იდო.

მსგავსი პოსტები

Back to top button