კახეთის 4 რაიონში ვაშაძე ლიდერობს – 4-ში ზურაბიშვილი [რეპორტაჟი]
კახეთის ოთხ მუნიციპალიტეტში გრიგოლ ვაშაძემ მიიღო ამომრჩეველთა ყველაზე მეტი ხმა, ხოლო 4-ში სალომე ზურაბიშვილმა.
როგორ ირკვევა რეგიონში გრიგოლ ვაშაძის პრეზიდენტობა ყველაზე მეტად სურდათ თელავში, ლაგოდეხში, ყვარელსა და ახმეტაში, ხოლო სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობა საგარეჯოში, სიღნაღში, გურჯაანსა და დედოფლისწყაროში.
მიუხედავად ამისა, ცნობილია, რომ მიღებულის ხმების საერთო რაოდენობა არ არის საკმარისი არცერთი კანდიდატისთვის, რომ არჩევნები პირველივე ტურში მოეგო. ამიტომ პირველ და მეორე ადგილზე გასული კანდიდატების საარჩევნო შტაბებმა მეორე ტურისთვის დაიწყეს მზადება.
ოპოზიცია კონკრეტულ დარღვევებზე საუბრობს, ქართულ ოცნებაში კი დემოკრატიის მაღალ ხარისხზე მიუთითებენ. საჩივრების განხილვისთვის ემზადებიან საოლქო საარჩევნო კომისიებშიც, თუმცა თავად საჩივრების რაოდენობა მინიმალურია.
მოუსმინეთ გიორგი ალადაშვილის რეპორტაჟს ►