რეგიონი

კახეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა უკვე დაწყებულია

კახეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა თბილისიდან კახეთის მიმართულებით მგზავრობის დროს გაანახევრებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისი-საგარეჯოს ავტობანზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, მთავრობის 10-წლიანი გეგმის მიხედვით, კახეთის საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებას 2 მილიარდი ლარი მოხმარდება, საიდანაც 1 მილიარდი ლარის სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.

კახეთის 85 კმ-იანი ავტობანიდან, სამუშაოები თბილისი-საგარეჯოს 35 კმ-იან, ვაზიანის შემოვლითი გზის მონაკვეთზე უკვე დაწყებულია.

თბილისი-საგარეჯოს ავტობანი 3 მონაკვეთად არის დაყოფილი და 4 ზოლიანი ცემენტ-ბეტონის, გარე განათების სისტემით აღჭურვილი ჩქაროსნული გზა შენდება.

საერთაშორისო მნიშვნელობის ჩქაროსნულ მაგისტრალს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი აშენებს.

გზის მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი სრული ღირებულება 527 მილიონ ლარზე მეტია.

კახეთის ავტობანის პროექტზე, ავსტრიელმა და გერმანელმა კომპანიებმა, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით იმუშავეს
თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთი, თბილისიდან კახეთის მიმართულებით დამაკავშირებელი ძირითადი მაგისტრალის და ასევე

აზერბაიჯანის ჩრდილო–დასავლეთ რეგიონთან დამაკავშირებელ სატრანზიტო დერეფნის ნაწილია.

კახეთში ავტობანის მშენებლობის შესახებ, რადიო ჰერეთი, რამდენიმე კვირის წინ წერდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button