მნიშვნელოვანირეგიონი

კახეთის გუბერნატორი მოსახლეობას კაბინეტურ ფორმატში მოწყობლი ტრანსპორტით ხვდება.

კახეთის გუბერნატორი მოსახლეობას კაბინეტურ ფორმატში მოწყობლი ტრანსპორტით ხვდება
შეხვედრები სპეციალურად მოწყობილ ავტოტრანსპორტში, ირაკლი შიოშვილმა რეგიონის სოფლების მოსახლეობასთან დაიწყო.
კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის განმარტებით, გადაწყვეტილება, რეგიონულ ცენტრთან სოფლების მოსახლეობის გეოგრაფიული დაშორების გამო მიიღეს.

” ადმინისტრაციული ცენტრებიდან მოშორებით მდებარე სოფლებში, გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, პირადად ჩავალ და ადგილობრივ მცხოვრებელებს შევხვდები კაბინეტურ ფორმატში, რომელიც სპეციალურად არის მოწყობლი ავტოსატრანსპორტში. პირველი შეხვედრა იყო ახმეტის ორ სოფელში, სადაც სკოლის სახურავის შეცვლა გვთხოვეს”- განაცხადა შიოშვილმა.

შეხვედრები მოსახლეობასთან სპეციალურ ავტოკაბინეტში, როგორც ჯგუფურად, ისე ინდივიდუალურად წარიმართება.

მსგავსი პოსტები

Back to top button