მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის პატრიარქს სანქციები დაუწესა

დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა. „ბიბისის“ ცნობით, სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი კირილი ბრიტანეთის მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ კირილს სანქციები რუსეთის სამხედრო აგრესიის აშკარა მხარდაჭერისთვის დაუწესეს ასევე, ბავშვთა ომბუდსმენი მარია ლვოვა-ბელოვა უკრაინელი ბავშვების იძულებითი გადაყვანისა და გაშვილებისთვის.
საუბარია 2 ათასი უკრაინელი ბავშვის ქვეყნიდან იძულებით გადაყვანასა და გაშვილებაზე.

ბრიტანეთის სანქციები შეეხება რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მოკავშირეებსაც, სამხედრო მეთაურებს და რუს იარაღის დილერებს.

“დღეს ჩვენი სამიზნე პუტინის ომის ხელშემწყობები და ჩამდენი პირებია, რომლებმაც უთვალავი ტანჯვა მოუტანეს უკრაინას, მათ შორის ბავშვების იძულებით გადაყვანა და გაშვილება. ჩვენ არ დავიღლებით თავისუფლებისა და დემოკრატიის დაცვით და პუტინზე ზეწოლის გაგრძელებით, სანამ უკრაინა წარმატებას არ მიაღწევს”, – თქვა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ ტრასმა.

დიდმა ბრიტანეთმა შეზღუდვები ასევე დაუწესა რუსული კომპანიის „ვოლგა-დნეპრის“ ხელმძღვანელს, ალექსეი ისაიკინს, 64-ე მოტომსროლელი ბრიგადის ოთხ პოლკოვნიკს.

როგორც მედია წერს, „შავ სიაში“ მოხვდა უკრაინის რამდენიმე მოქალაქეც, რომლებიც რუსეთის საოკუპაციო ძალებთან თანამშრომლობენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button