მნიშვნელოვანირეგიონი

კახეთის გუბერნატორმა თუშეთში მუდმივად მცხოვრებ ოჯახებს საახალწლო- საშობაო ნობათი გადასცა

კახეთის გუბერნატორმა თუშეთში მუდმივად მცხოვრებ ოჯახებს საახალწლო- საშობაო ნობათი გადასცა.

კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, თუშეთში ზამთრისთვის დარჩენილ მოსახლეობას პროდუქტი შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით ჩაუტანა.

გიორგი ალადაშვილი მოსახლეობასთან შესახვედრად, ახმეტის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა.

ამჟამად, თუშეთის სოფლებში მუდმივად საცხოვრებლად 22 ოჯახია დარჩენილი.

თუშეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზა ოქტომბრის ბოლოდან მაისამდე იკეტება.

ზამთრის პერიოდში, თუშეთის მიმართულებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერტმფრენი ავიარეისების რეგულარულად ასრულებს და მოსახლეობის გადაყვანას უფასოდ უზრუნველყოფს.

მსგავსი პოსტები

Back to top button