მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

კახეთის გუბერნატორს კორონა ვირუსი დაუდასტურდა

კახეთის გუბერნატორს კორონა ვირუსი დაუდასტურდა.

განცხადება კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის ოფიციალურ გვერდზე, თავად ირაკლი შიოშვილმა გამოაქვეყნა.
“დამიდასტურდა კოვიდი და საჯარო სივრციდან გადავინაცვლე თვითიზოლაციაში. ვარ კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინით ორჯერადად აცრილი და რა თქმა უნდა, კოვიდის მიმდინარეობა სტაბილურია.
კიდევ ერთხელ, მოგიწოდებთ, ჩაიტაროთ კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინაცია”- წერს. შიოშვილი.

კახეთის გუბერნატორს, კოვიდ- 19, დღეს დაუდგინეს.
ვინ გახდა ირაკლი შიოშვილის ინფიცირების წყარო, დაუდგენელია, რადგან რეგიონის პირველი პირი, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, კახეთის რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში შეხვედრებს ატარებდა.

კახეთის გუბერნატორი, კოვიდსაწინააღმდეგო სინოფარმის წარმოების ვაქცინით, რამდენიმე თვის წინ აიცრა.
რადიო ჰერეთის ინფორმაციით, კორონავირუსით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი, ჯონდო მდივნიშვილიც დაინფიცირდა.

კოვიდსაწინააღმდეგო აცრა, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერსაც ჩატარებული აქვს.

მსგავსი პოსტები

Back to top button