სპორტი

ნიკა ეგაძემ ავსტრიის ჩელენჯერი მოიგო

ქართველმა ფიგურულად მოციგურავე ნიკა ეგაძემ ავსტრიის ქალაქ გრაცში გამართული ჩელენჯერის ტურნირი მოიგო.

მოკლე პროგრამის შემდეგ 19 წლის მოციგურავე მე-12 ადგილზე იყო და არავინ ელოდა,რომ ქართველი სპორტსმენი ამ ბარიერს დაძლევდა.

პირველ გამოსვლაში მან მსაჯებისგან 68,02 ქულა დაიმსახურა და მის წინ მდგომს 15,93 ქულით ჩამორჩა.

ეგაძემ თავისუფალ პროგრამაში უმაღლესი შეფასება დაიმსახურა და საერთო ჯამში 235,89 ქულა დააგროვა.

აღსანიშნავია,რომ როგორც თავისუფალ,ასევე ჯამურ პროგრამაში ნიკამ კარიერაში საკუთარი რეკორდები გააუმჯობესა.

ჩემპიონს კარგი პერიოდი აქვს გასული სეზონი მან ტრავმის გამო გამოტოვა და ახლა სასურველ ფორმას იბრუნებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button