კახეთის გზატკეცილის ნაწილი გადაიკეტა

საგზაო სამუშაოების გამო, დღეიდან 6 მარტის ჩათვლით, კახეთის გზატკეცილის ნაწილზე საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტა, – ამის შესახებ თბილისის მერიაში განაცხადეს.
მოძრაობა იკრძალება აეროპორტიდან თბილისის მიმართულებით (ორხევის ხიდებიდან “ისთ ფოინთამდე”).
7 მარტამდე საავტომობილო საშუალებებისთვის აღნიშნული მიმართულებით გადაადგილება კახეთის გზატკეცილის დამხმარე ზოლის მეშვეობით იქნება შესაძლებელი.