მნიშვნელოვანიპოლიტიკარეგიონისაქართველოსიახლეები

კახეთის მე-10 გაერთიანებულ ოლქში არჩევნების მეორე ტური ჩატარდება

ახმეტა-თელავი-ყვარელი ლაგოდეხის გაერთიანებულ ოლქში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდება.

საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, რეზო გაიპარაშვილის ინფორმაციით, წინასწარი შედეგები, რომელიც მეორე ტურს ითვალისწინებს, უკვე ატვირთულია.

“წინასწარი შედეგები ატვირთულია და დიდი ალბათობით, ის აღარ შეიცვლება. ქართული ოცნების კანდიდატს აქვს 46%, ხოლო ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელს 40%, რაც იმას ნიშნავს, რომ ოლქში მეორე ტური იქნება. თელავში ამომრჩევლის აქტივობამ 60% შედაგინა, მონაწილეობა მიიღო 34 022-მა ამომრჩეველმა. სულ დაიწერა, 12 საჩივარი, საუბარი არ არის მნიშვნელოვან დარღვევებზე და შედეგზე გავლენა ვერ ექნება. ერთგან საუბარია, 38 ბიულეტენის ბათილობაზე და ეს შედეგს ვერ ვცლის. ძირითადი დარღვევები, ტექნიკური ხასიათისაა”, – განაცხადა გაიპარაშვილმა.

კახეთის ორ გაერთიანებულ ოლქში, მაჟორიტარი დეპუტატის ორი მანადატის მოსაპოვებლად, სხვადასხვა პარტიის 37 კანდიდატი იბრძოდა.

წინასწარი ინფორმაციით, გურჯაანი-საგარეჯო-სიღნაღი-დედოფლისწყაროს გაერთიანებულ ოლქში, პირველივე ტურში გამარჯვება, ქართული ოცნების კანდიდატმა, დავით სონღულაშვილმა მოიპოვა.
საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგები, კანდიდატებსა და მათ შტაბებში, ჯერჯერობით, არ შეუფასებიათ.

არჩევნების მეორე ტური, 21 ნოემბრამდე უნდა ჩატარდეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button