მნიშვნელოვანირეგიონი

კახეთის მუნიციპალიტეტების საკრბულოებში ოპოზიციონერი დეპუტატები საქმიანობას წყვეტენ

კახეთის მუნიციპალიტეტების საკრბულოებში ოპოზიციონერი დეპუტატები საქმიანობას წყვეტენ.

რუსული კანონის მესამე მოსმენით მიღების შემდეგ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები სადეპუტატო საქმიანობას ბოიკოტს მუნიციპალიტეტების საკრებულოებშიც უცხადებენ და ჯერჯერობით გაურკვეველი დროით, ადგილობრივი თვითმმართველობის მუშაობაში მონაწილეობას აღარ მიიღებენ.

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან, გიგი გიგიტელაშვილმა განცხადება ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა. დეპუტატი წერს, რომ ის საკრებულოში მუშაობის გაგრძელების აზრს ვეღარ ხედავს.

“ვუერთდები საერთო სახალხო პროტესტს და თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გადავდივარ ბოიკოტის რეჟიმში. მე დღეს ვეღარ ვხედავ საკრებულოში მუშაობის გაგრძელების აზრს.
იმედი მაქვს, მალე დადგება ცვლილებისების დრო და მომეცემა შესაძლებლობა, რეალურად ვიზრუნო ხალხის პრობლემების მოგვარებაზე”- წერს გიგიტელაშვილი.

დღეს, პარლამენტის მიერ რუსული კანონის მესამე მოსმენით მიღების შემდეგ, ოპოზიციურმა პარტიებმა ბოიკოტი გამოუცხადეს საპარლამენტო საქმიანობას და შეუერთდნენ სახალხო პროტესტს.

მსგავსი პოსტები

Back to top button