კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები
კახეთის პოლიციამ ძებნილი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცავებმა 2020 წლის ნოემბერში ჩადენილი მძიმე დანაშაულისათვის ძებნილი, ყვარლის მუნიციპალიტეტში მცხოვრები, 35 წლამდე ასაკის ახალგაზრდა დააკავეს.
მამაკაცს გამოძიება, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში ერთ- ერთი ადგილობრივისათვის, საავტომობილო გზაზე, მსუბუქი ავტომანქანის განზრახ შეჯახებას და მეორე პირისათვის ცივი იარაღით დაზიანების მიყენებას ედავება.
საქმის მასალების მიხედვით, ძებნილ პირსა და დაზარალებულებს წარსულში ერთმანეთთან უთანხმოება ჰქონდათ და ახალგაზრდამ დანაშაული შურისძიების ნიადაგზე ჩაიდინა.
გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 117- ე მუხლით მიმდინარებს.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მამაკაცს 3- დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება