მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები
კახეთის სააღსრულებო ბიუროს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

კახეთის სააღსრულებო ბიუროს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გამოცხადებულ საჯარო კონკურსში გამარჯვებული, ილია თავთეთრიშვილი გახდა.ახალი ხელმძღვანელი კახეთის ტერიტორიული სააღსრულებო ბიუროს თანამშრომლებს, დღეს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მოადგილემ, ლაშა მოძღვრიშვილმა წარუდგინა.
თავთეთრიშვილი სხვადასხვა დროს, საჯარო უწყებებში წამყვან თანამდებობებზე მუშაობდა.
2019 წლამდე, თავთეთრიშვილი, სამცხე- ჯავახეთის სახანძრო- და სამაშველო რეგიონული სამმართველოს უფროსი იყო.
იუსტიციის მინისტრის დაქვემდებარებაში მყოფ აღსრულების ეროვნულ ბიუროს, რვა ტერიტორიული ბიურო აქვს, რომლის ხელმძღვანელები, კონკურსის წესით ინიშნებიან.