სპორტი

საქართველოს ოლიმპიური დელეგაცია ტოკიოში ტალახაძის ოქროს მოლოდინშია

დღეს, 4 აგვისტოს ქართული დელეგაციის მედროშე ლაშა ტალახაძე მძიმე წონაში ოქროს მედლისთვის იბრძოლებს.

ქართველმა გულშემატკივარმა იცის, რომ ტალახაძეს დამყარებული აქვს ყველა მსოფლიო რეკორდი, რაც მის სპორტის სახეობას უკავშირდება: ატაცში მან 222 კგ. დასძლია; აკვრაში, – 264კგ. და ორჭიდში,- 485კგ. ის სპორტის ექსპერტებისგან ფავორიტად არის დასახელებული.

A ჯგუფის ძალოსნების გამოსვლა ფიცარნაგზე თბილისის დროით: 14:50 საათზე დაიწყება. 8 მძიმეწონოსანს შორის ქართველი რეკორდსმენი 169 ნომრით იასპარეზებს.

შეგახსენებთ, რომ ტოკიოში ქართველმა ძალოსნებმა ჯერჯერობით ერთი მედალი მოიპოვეს: ბრინჯაოს სინჯი ანტონ პლესნოის ანგარიშზეა.

A ჯგუფში ლაშას გარდა იასპარეზებენ: ირჟი ორსაგი (ჩეხეთი), მან ასაადი (სირია), ენცო კუვორგე (ნიდერლანდები), დევიდ ენდრიუ ლიტი (ახალი ზელანდია), ჰოჯამუჰამეტ ტოიჩიევი (თურქმენეთი), ვალიდ ბიდანი (ალჟირი) და ალი დავოუდი (ირანი).

მსგავსი პოსტები

Back to top button