მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

კახეთის სოფლებში მობილური ამცრელი ჯგუფების მოძრაობა დაიწყო

კახეთის სოფლებში მობილური ამცრელი ჯგუფების მოძრაობა დაიწყო. სოფლის მოსახლეობის კოვიდ-19 – ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩასატარებლად, ექიმების ჯგუფი, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ჩავიდა.

დღესვე, სოფლებში ვერხვიანში, ყანდაურასა და თოხლიაურში აცრის ჩატარების მსურველმა მოსახლეობამ, ვაქცინა ადგილზე გაიკეთა.

ექიმების მობილური ჯგუფი დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინიციატივით შეიქმნა. ისინი კახეთის სხვა მუნიციპალიტეტებშიც ჩავლენ და მოსახლეობას ვაქცინაციას ადგილზე ჩაუტარებენ.

პრემიერ-მინისტრის განკარგულების საფუძველზე, უახლოეს დღეებში, მოსახლეობის ადგილებზე ვაქცინაციის პროცესში, სოფლის ექიმები და ექთნებიც ჩაერთვებიან.

მსგავსი პოსტები

Back to top button