მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

კახეთში კორონა ვირუსით კიდევ ერთი მედიცინის მუშაკი გარდაიცვალა

კახეთში კორონა ვირუსით, კიდევ ერთი მედიცინის მუშაკი გარდაიცვალა. 46 წლის თამუნა იმედაშვილი,  გურჯაანის ჯეოჰოსპიტალის კლინიკაში დაიღუპა.გარდაცვლილი ამავე კლინიკის მედდა იყო და პანდემიის დაწყების დღიდან, კოვიდით დაავადებულ პაციენტებს ემსახურებოდა.

საავადმყოფოს დირექტორის, გელა ორველაშვილის განმარტებით, ექთანს თანმხლები დაავადებაც აღენიშნებოდა.

” მძიმე პაციენტი იყო. დიაბეტი ჰქონდა თანმხლებად, საკმაოდ რთული ფორმით. ჩვენთვის დიდი დანაკლისია. ყველზე რთულ ვითარებებში ართმევდა თავს და თავდაუზოგავად მუშაობდა”-განაცხადა ორველაშვილმა.

რადიო ჰერეთის ინფორმაციით, საავადმყოფოს მედდა, ვაქცინირებული არ იყო.

დღეს, კორონა ვირუსით, კახეთში სამედიცინო სფეროს უკვე მეორე წარმომადგენელი გარდაიცვალა.
სექტემბრიდან დღემდე, რეგიონში გარდაცვლითა რიცხვი 160- ს ასცდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button