მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

საქართველოში ახალი სასწავლო წელი დისტანციურად დაიწყო

დღეიდან ახალი სასწავლო წელი დისტანციურ რეჟიმში დაიწყო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, რომელმაც მოსწავლეებს, პედაგოგებს, ლექტორებსა და აკადემიურ სივრცეს სწავლის დაწყება მიულოცა, განაცხადა, რომ სასწავლო წლის დისტანციურ ფორმატში დაწყება დროებითია.

„4 ოქტომბერს, იმ ქალაქებსა და სოფლებში, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი იქნება 4%-ზე ნაკლები, სკოლები, პროფესიული სასწავლებლები და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებები შეძლებენ დასწრებულ ფორმატზე გადასვლას”-განაცხადა ჩხენკელმა.

დღეიდან სწავლა არ დაწყებულა მხოლოდ პირველკლასელებისთვის. განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, მათ პირველი სასკოლო გამოცდილება ბუნებრივ გარემოში, კლასებში უნდა მიიღონ,

“უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ პირველ კლასელებს თავიანთი სასკოლო გამოცდილება, მათი პირველი გაკვეთილები ჩაუტარდეთ ბუნებრივ სასკოლო გარემოში, შესაბამისად, პირველკლასელები სწავლას 4 ოქტომბერს დაიწყებენ იმ სკოლებში, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი იქნება ნაკლები,“ – აცხადებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი.

მსგავსი პოსტები

Back to top button