კახეთში 166 ათას ტონა ხორბლის მოსავალს ელოდებიან
სოფლის მეურნეობის მინისტრი კახეთში ალოობა 2015-ზე – ოთარ დანელიას განცხადებით, კახეთის რეგიონში ხორბლის ნათესი ფართობი 35 ათას ჰექტრამდეა.
“წინასწარი მონაცემებით, წელს 118 404 ტონა ხორბალს ელოდებია. ჯამში წელს საქართველოში ხორბლის მოსავალი 166 ათას ტონაზე მეტი იქნება”, განუცხადა რადიო “ჰერეთს” ოთარ დანელიამ.
მინისტრის თქმითვე, სამინისტრო მუშაობს მარცვლეული კულტურების წარმოების ხელშეწყობის მიმართულებით, რათა მომავალი წელი კიდევ უფრო უხვმოსავლიანი იყოს.
მინისტრი შირაქის ველზე, ფერმერ გიორგი თეთრაშვილის ხორბლის მოსავლის აღების პროცესს დაესწრო.
მას 17 ჰექტარზე ახალი გერმანული ჯიშის ხორბალი ჰქონდა დათესილი.
ფერმერმა ჰექტარზე 5 ტონამდე მოსავალი აიღო. შირაქისა და ტარიბანის ველებზე ქერის საშუალო მოსავლიანობა 1 ჰექტარზე 4-დან 7 ტონამდე მერყეობს. ფერმერთა განცხადებით, წელს 1 ჰექტარზე 7 ტონა და 400 კილოგრამი ქერი მოიმკა.