რომელ ქალაქში გაითიშება 1 ივლისს ანალოგური მაუწყებლობა
ხვალიდან, 1 ივლისიდან, საქართველო ციფრულ მაუწყებლობაზე გადის.
1 ივლისიდან 25 აგვისტომდე პერიოდში საქართველოს სხვადასხვა რაიონში ანალოგური მაუწყებლობა ეტაპობრივად შეწყდება. ქართული პროგრამები კი ეთერში ციფრულ ფორმატში გაგრძელდება.
რეფორმა მოსახლეობის იმ ნაწილს ეხება, რომელიც მაუწყებლობას სახლის სახურავზე დამონტაჟებული ან ოთახის ანტენით იღებს. ციფრული მაუწყებლობის მისაღებად ამ მოქალაქეებს “სეტ ტოპ ბოქსი” დასჭირდებათ. მოწყობილობა არ დასჭირდებათ მათ, ვინც საკაბელო ან თანამგზავრული მაუწყებლობით სარგებლობს.
ანალოგური სიგნალი 1 ივლისს გაითიშება: თბილისში, საგარეჯოში, კოჯორში, რუსთავსა და მარნეულში.
9 ივლისს – გორში, ბეკამში, დუშეთსა და ხაშურში.
18 ივლისს – ქუთაისში, ტყიბულში, ცაგერში, ფოთში, ჩოხატაურში, ოზურგეთში, ზესტაფონში, მარტვილში, სამტრედიაში, ხონსა და სენაკში.
30 ივლისს – ბათუმში, ხულოში, ქედასა და შუახევში.
6 აგვისტოს – ზუგდიდში, წალენჯიხაში, ჩხოროწყუსა და ჯვარში.
18 აგვისტოს: ბორჯომში, ბაკურიანში, აბასთუმანში, ახალციხეში, ასპინძაში, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში.
25 აგვისტოს – თელავში, სიღნაღში, ყვარელში, ლაგოდეხში, დმანისში, ბოლნისში, წალკაში, ყაზბეგში, თიანეთში, ონში, ამბროლაურში, ლენტეხში, მესტიაში, ჭიათურასა და საჩხერეში.