კახეთში 23 ათას ტონამდე ატმის მოსავალს ელოდებიან
წელს კახეთის რეგიონში 23 ათას ტონამდე ატმის მოსავალს ელოდებიან – ამის შესახებ რადიო “ჰერეთს” სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.
ატამი ძირითადად გურჯანსა და თელავში მოჰყავთ. სამინისტროში ირწმუნებინა, რომ წელს საქართველოდან ექსპორტზე 10 000 – მდე ტონა ატამი გავა.
“9 ივლისის მონაცემებით, დაკრეფილია 6 000-დან 7 000 ტონამდე ატამი, საიდანაც 700 ტონამდე გასულია ექსპორტზე, დანარჩენის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ხორციელდება. ატმის ექსპორტი შეუფერხებლად ხორციელდება რუსეთის ფედერაციაში, ყაზახეთში, აზერბაიჯანში, უკრაინასა და ბელარუსის რესპუბლიკში. ერთი ფანჯრის პრონციპით ხორციელდება ყველა ის პროცედურა, რაც ხილის ექსპორტის ტექნიკურ საკითხებს უკავშირდება”, – განაცხადეს სოფლის მეურნების სამინისტროში.
“ჰერეთის” ინფორმაციით, გურჯაანში 1 კგ ატმის გასაყიდი ფასი 50 თეთრიდან 1 ლარსა და 50 თეთრამდე მერყეობს. ფასი ხარისხის მიხედვით იცვლება.