ლიკა კიკანი: ჩანაწერები სამართალდამცავება წაშალეს
თბილისში, კუს ტბაზე მომხდარი ინციდენტის სათვალთალო კამერებიდან ასახული ვიდეომასალა სამართალდამცავების მიერაა წაშლილი. – ამის შესახებ ლიკა კიკანმა კლუბ „ვიტამინის“ მენეჯერმა მედიასთან განაცხადა, რომელმაც ცოტა ხნის წინ პროკურატურას საქმის გამოძიების მოთხოვნით მიმართა.
კიკიანა აღნიშნა, რომ კუსტ ტბის ყველა სერვერიდან ჩანაწერები წაშლილია და ვიდეოჩანაწერის ნახვა მხოლოდ გუშინდელი დღის, 8 ივნისის მერე არის შესაძლებელი.
“გავხენით კამერები. სამწუხაროდ ვიდეო იწყება გუში დღის 3 საათიდან. მანამდე არსებული ვიდეო არის წაშლილი. ამას ველოდი, მაგრამ მე როცა ფაქტის წინაშე დავდექი მეტად მძიმე და მტკივნეულია” – აღნიშნა კიკიანმა.
“არ გავჩერდები. მეორე, მეხუთე და მეექვსე კამერები დააფიქსირებდნენ თუ როგორ მაყენებდნენ შეურაცხყოფას და როგორ მცემდნენ. 2 კამერიდან მთლიანად ფიქსირდება, მოვითხოვ ამ ჩანაწერების ამოღებას,”- ამბობს დაზარალებული.
ლიკა კიკანმა ჩანაწერების ნაწილის გასაჯაროების გამო, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მოკვლევის შედეგებს უნდობლობა გამოუცხადა და იმ პოლიციელების დასჯა მოითხოვა, რომლებმაც, როგორც თავად ამბობს, კუს ტბის ტერიტორიაზე სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ლიკა კიკიანის საქმეზე განცხადება დღეს გააკეთა. მისი თქმით, გენინსპექციამ შესაძლოა საჭიროდ არ ჩათვალა კუს ტბის კამერების ჩანაწერების ამოღება.
„ან არ იყო მომხდარი ინციდენტი იმ ადგილას, შეიძლება, ან ვერ ხედავდა ის კამერები. ზუსტად ვერ გეტყვით ეხლა მე ამ დეტალებს. თუმცა ჩვენ მზად ვართ, თუ რაიმე კითხვები გაქვთ და არის ეჭვი რომ არასწორად გამოიძია, ან იყო მიკერძოებული შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია. თუ რაიმე პრეტენზია გაქვთ, შეგვიძლია გადავცეთ საქმე გენერალურ პროკრუატურას“, – განაცხადა მინისტრმა.
კიკანის მიმართვის შემდეგ, საქმე მთავარმა პროკურატურამ გადაიბარა და 6 ივლისს მომხდარ ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო.
კლუბ “ვიტამინის” მენეჯერი აცხადებს, რომ 6 ივლისის ღამეს ის კუს ტბის ფასიან ავტოსადგომზე 20-მდე პოლიციელმა სცემა. მისი მტკიცებით შემთხვევა სათვალთვალო კამერებმაც გადაიღო.