მნიშვნელოვანირეგიონი
კახეთში 4 სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერდა და 1000 ლარით დაჯარიმდა

სურსათის ეროვნულ სააგენტოში განაცხადეს, რომ გეგმიური შემოწმების დროს კახეთში საქონლის 4 სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერდა.
სააგენტოს კახეთის სამმართველოს უფროსი ინსპექტორის, ნანა ახალმოსულიშვილის განცხადებით, თელავში, წნორსა და ლაგოდეხში გეგმიური შემოწმების დროს ობიექტებზე კრიტიკული შეუსაბამობები დაფიქსირდა და ბიზნესოპერატორები 1000-1000 ლარით დაჯარიმდნენ.