რეგიონი

კახეთში ადგილობრივი მოსახლეობა, საქართველოში დარჩენილ უკრაინის მოქალაქეებს თავშესაფარს სთავაზობს

კახეთში ადგილობრივი მოსახლეობა, საქართველოში დარჩენილ უკრაინის მოქალაქეებს თავშესაფარს სთავაზობს.
შესაბამისი განცხადებები სოციალურ ქსელში უკვე ვრცელდება.

იმ უკრაინელებს, რომლებიც ამ დროისათვის საქართველოს დატოვებას და სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებენ, ადგილობრივები საკუთარ საცხოვრებელ სახლებში უსასყიდლოდ დაბინავებას, ან სასტუმროებში საკუთარი ხარჯებით განთავსებას ჰპირდებიან.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში, კახეთში, უკრაინელი ტურისტების ნაკადი გაზრდილია.

რეგიონში, ტურისტული სააგენტოები ადასტურებენ, რომ კახეთში უკრაინის მოქალაქეები იმყოფებიან და ისინი, სავარაუდოდ, უკან ჯერ ვერ დაბრუნდებიან.

შეგახსენებთ, დღეს, გამთენიისას რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალები უკრაინაში შეიჭრნენ და მთელი ქვეყნის მასშტაბით, საომარ მოქმედებებს ახორციელებენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button