მნიშვნელოვანისიახლეები

საქართველოს მესამე პრეზიდენტი ხელისუფლებას სთხოვს, დათანხმდნენ კიევში გადაყვანასთან დაკავშირებით

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებას მიმართავს და სთხოვს, დათანხმდნენ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წინადადებას მკურნალობის მიზნით მის კიევში გადაყვანასთან დაკავშირებით.

მან თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესზე თქვა, რომ თუ ხელისუფლება შეთავაზებას დათანხმდება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ, ქვეყანაში პირველივე გამოძახებისას დაბრუნდება.

ამასთან, მესამე პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მანამ, სანამ ის კიევში იქნება, საქართველოში მასთან დაკავშირებული საპროტესტო აქციები შეჩერდება.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, კიევში სამედიცინო ტრანსფერით გადაიყვანონ.

სააკაშვილმა სხდომაზე ასევე ხელისუფლებას მიმართა, დროებით განაჩენი გადაუვადონ.

სააკაშვილის თქმით, თუ ხელისუფლება მის წინადადებას დათანხმდება, ის პირობას დებს, რომ საქართველოში დაბრუნდება და ასევე მის მომხრეებს საპროტესტო აქციების შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

ამასთან, მისივე თქმით, საზღვარგარეთ ყოფნის დროს ქართულ პოლიტიკაში არ ჩაერევა.

მესამე პრეზიდენტის ხმა

ამასთან გადაწყვეტილება მიღებულია – ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია, საქართველოს მესამე პრეზიდენტის სიციცხლის გადარჩების მოთხოვნით, ფართომასშტაბიან აქციებს იწყებს.

“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, აქცია თბილისში, რუსთაველის გამზირზე, 5 მარტს, 17:00 საათზე დაიწყება.

აქციის მთავარი მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანა იქნება.

ერთადერთი გზა მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენის არის შემდეგი: მიხეილ სააკაშვილი იყოს გადაყვანილი ქვეყნის ფარგლებს გარეთ უცხოურ კლინიკაში, შესაბამისი მკურნალობის მისაღებად. პარტიის ყველა აქტივობა დაუკავშირდება მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენას. ჩვენ ვიყავით და ვრჩებით ბრძოლაში, სანამ არ იქნება უზრუნველყოფილი მისი სიცოცხლე და ჯანმრთელობა”, – განაცხადა მელიამ.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button