მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ესპანეთმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოიღო

ევროკავშირის 22 ოქტომბრის რეკომენდაციაზე დაყრდნობით და საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, ესპანეთის სამეფომ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოიღო.

ამ დრომდე საქართველო მიეკუთვნებოდა იმ მცირე ქვეყნების სიას, რომლებიც ესპანეთის მთავრობამ უსაფრთხოდ მიიჩნია. ესპანეთის სამეფოში უვიზო რეჟიმის ფარგლებში მოგზაურობა საქართველოს მოქალაქეთათვის ნებადართული 2020 წლის 4 ივლისიდან იყო.

COVID19-ის პანდემიით გამოწვეული მდგომარეობიდან გამომდინარე ესპანეთში შესვლის აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება ძალაში პირველი ნოემბრიდან შევიდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ეპიდემიამ ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში იფეთქა. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია.

მსგავსი პოსტები

Back to top button