მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

კახეთში აგვისტოს ომის გმირის გიორგი ანწუხელიძის ხსოვნას პატივი მიაგეს

2008 წელს, რუსეთ- საქართველოს ომში გმირულად გარდაცვლილი გიორგი ანწუხელიძის მშობლიურ სოფელში, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში, მისი სახელობის სახელობის მემორიალი ყვავილებით კახეთის გუბერნატორმა შეამკო.

ირაკლი შიოშვილი მიიჩნევს, რომ ქვეყნისთვის თავდადებული გმირების ისტორიები თაობიდან თაობას უნდა გადაეცეს.

ანწუხელიძის მემორიალთან დღეს იმყოფებოდნენ, ოპოზიციის წარმომადგენლებიც. საქართველოს პარლამენტის წევრმა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან, გიორგი ბოტკოველმა, ომში გარდაცვლილი გმირის ხსოვნას პატივი მიაგო და ხელისუფლება რუსეთთან წარმოებული შეგუების პოლიტიკისათვის გააკრიტიკა.

საქართველოს შეიარაღებული ძალების უმცროსი სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის 9 აგვისტოს ტყვედ ჩავარდა.

2008 წლის ნოემბრამდე სამხედრო მოსამსახურე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა.
მოგვიანებით, ცხინვალიდან გადმოსვენებული ათი ქართველის ცხედრისათვის ჩატარებული გენეტიკური ექსპერტიზით დადგინდა, რომ ერთ-ერთი მათგანი გიორგი ანწუხელიძე იყო. გავრცელდა კადრებიც, სადაც მისი წამება იყო ასახული.

გარდაცვალების შემდეგ, გიორგი ანწუხელიძეს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.

მსგავსი პოსტები

Back to top button