მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

კონფლიქტის გადაჭრის მშვიდობიანი კურსი ავირჩიეთ,რომელიც აუცილებლად მოიტანს შედეგს-ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი აგვისტოს ომიდან 13 წლისთავს “ფეისბუქზე” ეხმიანება.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ხელისუფლებამ კონფლიქტის გადაჭრის მშვიდობიანი და პრაგმატული კურსი აირჩია, რომელიც გონივრული პოლიტიკით და საერთაშორისო მხარდაჭერით  აუცილებლად მოიტანს შედეგს.

“აგვისტოს ომიდან 13 წელი გავიდა. საქართველოს უახლეს ისტორიაში ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღეები. ამ ომმა შეიწირა ბევრი ჩვენი მოქალაქის სიცოცხლე. მინდა პატივი მივაგო დაღუპულთა ხსოვნას და ჩვენი გმირი ჯარისკაცების უკვდავ სახელებს. მათი გმირობა ვაჟკაცობისა და   უდრეკობის, სამშობლოსათვის თავდადების უკვდავი მაგალითია. დღეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტი კვლავ ოკუპირებულია.

ჩვენ კონფლიქტის გადაჭრის მშვიდობიანი და პრაგმატული კურსი ავირჩიეთ, რომელიც, ჩვენი გონივრული პოლიტიკით და საერთაშორისო მხარდაჭერით,  დარწმუნებული ვარ, აუცილებლად მოიტანს შედეგს”,-წერს ირაკლი ღარიბაშვილი

შეგახსენებთ, 2008 წლის რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციის შედეგად 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. საქართველოს 2 232 მოქალაქე დაიჭრა და დაშავდა; საქართველოს ტერიტორიაზე 263 598 დევნილია; საქართველომ კონტროლი დაკარგა 151 დასახლებულ პუნქტზე.

რუსეთმა სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი დამოუკიდებელ ტერიტორიებად გამოაცხადა.

“მცოცავი ოკუპაცია”, ტერიტორიების მიტაცება და ადამიანების გატაცება დღემდე გრძელდება. საოკუპაციო ხაზთან მაცხოვრებელ საქართველოს მოქალაქეებს გადარჩენისთვის ბრძოლა ყოველდღიურად უწევთ.

მსგავსი პოსტები

Back to top button