მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

კახეთში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა

26 ოქტომბერს გვიან ღამით, 35 წლამდე ასაკის მამაკაცი გარდაიცვალა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად თელავის მუნიციპალიტეტში.
შემთხვევა სოფელ რუისპირში მოხდა.ერთმანეთს საპირისპიროდ მოძრავი ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.
მეორე ავტომანქანაში მყოფი მძღოლი და მგზავრი, სხვადასხვა სახის მძიმე დაზიანებით, სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ყამბარაშვილის კლინიკაში გადაიყვანა.
რადიო ჰერეთის ინფორმაციით, დაშავებულები თელავის საპატრულო პოლიციის თანამშრომელი და მისი მეუღლე არიან.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია, ექსპერტ-კრიმინალისტები და სამაშველო სამსახური.
გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო.

მსგავსი პოსტები

Back to top button