მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

“ოცნების” აგრესიულ კოორდინატორებს საჯარო მოხელეები აქციაზე მიჰყავს

“ქართული ოცნების” მიერ ორგანიზებულ აქციაზე გამგზავრებისათვის, მხარდამჭერების შეკრება დილიდან დაიწყო.
რადიო ჰერეთის ინფორმაციით, კახეთის რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, ავტობუსებია მობილიზებული, რომლითაც დაგეგმილ აქციაში მონაწილე პირები, თბილისში გაემგზავრებიან.
ტრანსპორტში მოქალაქეების განაწილებას, “ქართული ოცნების” კოორდინატორები, წინასწარ შედგენილი სიების მიხედვით უზრუნველყოფენ.
რადიო ჰერეთის ინფორმაციით, სიაში სხვადასხვა უწყების წარმომადგენელი საჯარო მოხელეები, ბაგა- ბაღების თანშრომლები და პედაგოგებიც არიან.
მედიასთან კომენტარზე, აქციაზე წამსვლელი პირები უარს ამბობენ, წინასწარ შედგენილი სიების დამალვას ცდილობენ კოორდინატორებიც.

26 ოქტომბერს, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ “ქართული ოცნება” აქციაზე წასვლის სანაცვლოდ, რიგით მოქალაქეებს 50 ლარს სთავაზობდა, რასაც სატელეფონო საუბრებში, ზოგიერთი კოორდინატორი ადასტურებდა კიდეც.

პარტიის წარმომადგენლები თანხის სანაცვლოდ მხარდამჭერების მობილიზაციას უარყოფენ და ამტკიცებენ, რომ შეკრება თბილისში, მხარდამჭერებთან შემაჯამებელი შეხვედრაა.

მსგავსი პოსტები

Back to top button