მნიშვნელოვანირეგიონი

კახეთში ავტოსაგზაო შემთხვევას 22 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა

22 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად კახეთში.

შემთხვევა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში მოხდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, სავარაუდოდ გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი, კედელს შეეჯახა.

ძლიერი შეჯახების შედეგად, სოფელ ალვანის მკვიდრი, 22 წლის ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა.

დაშავდა კიდევ ორი პირი, რომლებიც სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, საავადმყოფოში გადაიყვანა.

ექიმების განმარტებით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო.

მსგავსი პოსტები

Back to top button