კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისიახლეები
კახეთში ძებნილი მამაკაცი დააკავეს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში მცხოვრებ მოქალაქეს პოლიციამ ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში მიაგნო. პოლიცია მამაკაცს, რამდენიმე კვირის განმავლობაში ეძებდა.
სამართალდამცავები დაკავებულს, ერთი პირის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ჩადენის ფაქტს ედავებიან.
დაკავებულს დაპირისპირება საკუთარ თანასოფლელთან მოუხდა, რომელმაც მას წარსულში, ავტომანქანა დაუზიანა.ფიზიკური შეხლა- შემოხლა, ახალგაზრდებს შორის, 4 თებერვალს მოხდა.
ინფორმაციას ძებნილის დაკავების შესახებ, შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.
მართლმსაჯულების წინაშე პირის წარსადგენად, სამართალდამცავები შესაბამის ღონისძიებებს ახორციელებენ.