“კახეთში ელექტროენერგიის ტარიფი არ გაიზრდება”
კახეთის რეგიონში ელექტროენერგიის ტარიფი არ გაიზრდება – ამის შესახებ რადიო “ჰერეთს” ს/ს კახეთის ენერგოდისტრიბუციის წარმომადგენელმა ბექა ბარამიძემ განუცხადა.
მისი თქმით, “ენერგო-პრო-ჯორჯიასგან” განსხვავებით, მათ “სემეკისთვის” ტარიფის მატების თხოვნით არ მიუმართავთ და არც უახლოეს მომავალში აპირებენ.
როგორც ცნობილია, “ენერგო-პრო ჯორჯიამ” საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას ტარიფის კორექტირების თხოვნით მიმართა.
ბექა ბარამიძე – ხმა
ამავე თემაზე: “არავითარი ტარიფის მატება არ იგეგმება” – პრემიერი