“პანკისის ხეობაში უცნობი დაჯგუფება გამოჩნდა”

დუისის რწმუნებულის რამაზ მარგოშვილის განცხადებით ბოლო 2 კვირაა პანკისის ხეობის სოფლებში “უცნობი დაჯგუფება” გამოჩნდა, რომლებიც არასრულწლოვან ბიჭებს ფარულად ხვდებიან და მათ სირიაში წასვლას სთავაზობენ.

მარგოშვილის განცხადებითვე, არასრულწლოვნების გადაბირება სხვადასხვა მეთოდით ხდება. გამგებელმა მათი ვინაობა არ დაასახელა.

პანკისის ხეობაში უცხო პირების ვინაობა არც დუისის მოსახლეობამ იცის, თუმცა ადასტურებენ, რომ ისინი არასრულწლოვნებს ჩუმად ხვდებიან. პანკისელები მთავრობას საზღვრების მკაცრად გაკონტრილებას სთხოვენ.

 

 

გამოყენებულია “რუსთავი 2″ს მასალები

მსგავსი პოსტები

Back to top button