მნიშვნელოვანირეგიონი
კახეთში ენმ-ს წევრების მიერ ფრაქციების დატოვება გრძელდება

კახეთში ნაციონალური მოძრაობის წევრების მიერ ფრაქციების დატოვება გრძელდება.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა, ირინა ონაშვილმა ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დატოვა.
დეპუტატი ფრაქციის დატოვების რეალურ მიზეზს არ ასახელებს.
” ფრაქცია დავტოვე პირადი პრობლემების გამო, საკრებულოში საქმიანობას დამოუკიდებლად გავაგრძელებ. მე ველოდებოდი არჩევნებს და ახლა გავახმოვანე გადაწყვეტილება”- ამბობს ონაშვილი.
ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, არჩევნების შედეგების გამოცხადებისთანავე დატოვა დეპუტატმა იმედა კევლიშვილმა.
საკრებულოს წევრის განმარტებით, საკუთარ თავს, მერაბიშვილ-კეზერაშვილის გაერთიანებაში ვერ ხედავს.