მნიშვნელოვანირეგიონი

კახეთში ისტორიული ციხის რეაბილიტაციისათვიის ტენდერი მეექვსედ გამოაცხადეს

კახეთში, ყორჩიბაშვილების ისტორიული ციხის რეაბილიტაციისათვიის ტენდერი მეექვსედ გამოაცხადეს.

თელავში, ყორჩიბაშვილების ისტორიული ციხის რეაბილიტაციისათვის გამოცხადებული ტენდერი ხუთჯერ ჩაიშალა.

სატენდერო პირობების თანახმად, ციხის ბურჯისა და ციხესთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია, ასევე ციხის გადასახედისა და სკვერის მოწყობა იგეგმებოდა.

პროექტი 2020- 2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში უნდა განხორციელდეს.

თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში რადიო ჰერეთს განუმარტეს, რომ ტენდერში მონაწილეობა არცერთმა კომპანიამ მიიღო, რაც მისი ჩაშლის მიზეზი გახდა.

ტენდერის ღირებულება 662,523 ლარია და სატენდერო პირობების თანახმად ციხის რეაბილიტაციის ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს, ანალოგიური სირთულის სამუშაოების შესრულების გამოცდილება მოეთხოვება.

ყორჩიბაშვილების ციხე XVIII საუკუნის საფირთიფიკაციო ნაგებობაა, სადაც თელაველი თავადების ყორჩიბაშვილ-რუსიშვილების სასახლე-რეზიდენციაც მდებარეობდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button