კახეთში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება

კახეთში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება, კოვიდ-მიმღებ კლინიკებში ადგილები აღარ არის – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელმა, ჟურნალისტებთან განაცხადა.
ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, ვითარების გაუარესებასთან ერთად, სკოლებსა და ბაღებში ბავშვები აღარ ცხადდებიან.
” ვითარება ყოველდღიურად იძაბება. დღეს ნახტომისებური ზრდა გვქონდა. განსაკუთრებით თელავსა და გურჯაანშია რთული ვითარება. ყველანაირი მაჩვენებელი, რითიც ეპიდემია ფასდება, გაუარესებულია. ინფიცირების მაჩვენებლების ზრდასთან ერთად, სკოლებსა და ბაღებში ბავშვები აღარ ცხადდებიან”- განაცხადა ხიზანიშვილმა.
ბოლო მონაცემებით რეგიონში კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. კოვიდ- 19, 889 მოქალაქეს დაუდასტურდა.
13 ოქტომბრისათვის, რეგიონის კოვიდ- მიმღებ კლინიკებში, პაციენტებისათვის ადგილი აღარ არის.
ექიმების განმარტებით, ინფიცირებულების დიდი უმრავლესობა, აუცრელია.