მნიშვნელოვანისიახლეები

უკრაინის სახალხო დამცველი სააკაშვილთან შეშვების ნებართვას რამდენიმე საათია ელოდება

უკრაინის სახალხო დამცველი სააკაშვილთან შეშვების ნებართვას რამდენიმე საათია ელოდება

რატომ არ შუეშვეს უკრაინის სახალხო დამცველი მიხეილ სააკაშვილთან – ლუდმილა დენისოვა პენიტენიციური სამსახურის სამოქალაქო მოსაცდელში ადმინისტრაციისგან განმარტებებს რამდენიმე საათია ელოდება.

უკრაინის სახალხო დამცველმა დღეს განაცხადა, რომ იუსტიციის მინისტრთან შეხვედრა სურდა, თუმცა რატი ბრეგაძემ მის სატელეფონო ზარებსაც კი არ უპასუხა.

ბრეგაძის განმარტებით თუ რატომ არ შეუშვეს უკრაინის სახალხო დამცველი

მიზეზებს განმარტავს რის გამოც უკრაინის სახალხო დამცველს , ლუდმილა დენისოვას გლდანი N 18 პენიტენიცურ დაწესებულებაში შესვლაზე უარი ეთქვა.

ბრეგაძის თქმით, საქართველოს ხელისუფლებას კანონმდებლობით არ აქვს ვალდებულება, რომ მეგობარი ქვეყნი სახალხო დამცველი ციხეში შეუშვას.

იუსტიციის მინისტრი ასევე, ლუდმილა დენისოვას რუსთავის ციხეში ვიზიტს იხსენებს და ამბობს, რომ სახალხო დამცველმა მაშინ ცალმხირივ შეფასება გააკეთა და საქართველოს მთავრობის პოზიცია არ მოისმინა.

დენისოვა საქართველოში გუშინ, 15 ნოემბერს ჩამოვიდა. მან იუსტიციის მინისტრს შესვლის თხოვნით გუშინვე მიმართა.

13 ნოემბერს სააკაშვილთან არ შეუშვეს ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა და ორი ლიეტუველი დეპუტატი.

მსგავსი პოსტები

Back to top button