სიღნაღში ტურისტის გაუპატიურების ბრალდებით მამაკაცი დააკავეს

სიღნაღში ჩეხი ტურისტის გაუპატიურების ბრალდებით პოლიციამ ახალგაზრდა მამაკაცი დააკავა. ადგილობრივების წინასწარი შემთხვევა ფიროსმანის ქუჩაზე ერთ-ერთ საოჯახო სასტუმროში მოხდა.

როგორც ფიროსმანის ქუჩაზე მცხოვრები ლამარა ვარაზიშვილი ყვება, შემთხვევის დროს ტურისტები სახლის მეპატრონესთან ქეიფობდნენ და არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. ამის შემდეგ 30 წლამდე გოგონამ გაუპატიურების შესახებ პოლიციაში განაცხადა.

მომხდარის შემდეგ სამართალდამცავებმა ქალი ჯერ წნორის არქიმედეს კლინკაში მოათავსეს, მოგვიანებით კი ექსპერტიზის ჩასატარებლად ლევან სამხარაულის ექსპერტიზის გურჯაანის ეროვნულ ბიუროში გადაიყვანეს.

მომხდარზე გამოძიება137-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სქესობრივ კავშირს ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით გულისხმობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button