კახეთში ” ევროპა-ჰორიზონტის” საგრანტო ოფისი გაიხსნა

კახეთში ” ევროპა-ჰორიზონტის” საგრანტო ოფისი გაიხსნა.
ოფისი თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში იმუშავებს და დაინტერესებულ პირებს, ევროკავშირის მასშტბით დაფინანსებულ პროექტებში მონაწილეობის შესაძლებლობას მისცემს.
საგრანტო ოფისის გახსნას, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი დაესწრო.
მინისტრის მოადგილის განმარტებით, საგრანტო ოფისი , სამეცნიერო მიმართულებით, ინოვაციებზე იმუშავებს.
“ყველა იმ პროექტში, რომელიც ევროკავშირის მასშტაბით განხორციელდება, მკვლევარებს, პროფესორ-მასწავლებლებს, სტუდენტებს, საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ, ევროკავშირის ქვეყნების თანაბრად”- განაცხადა მიცკევიჩმა.
საქართველო, ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ახალი ჩარჩო პროგრამის, Horizon Europe-ის წევრი, 2021 წელს გახდა.
ასოცირების საერთაშორისო შეთანხმებას ხელი ბრიუსელში მოეწერა.
პროგრამის კონკურსებში საქართველოს წარმომადგენლებს შესაძლებლობა აქვთ, ზუსტად
ისეთივე პირობებითა და უფლებებით ისარგებლონ, როგორითაც ევროკავშირის ქვეყნების სამეცნიერო და ინოვაციების სფეროს წარმომადგენლები სარგებლობენ.