კახეთში კალიის წინააღმედგ წამლობა იწყება
სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები კახეთის რეგიონში განსაკუთრებით საშიში მავნებლის – იტალიური კალიის წინააღმდეგ ბრძოლის მასშტაბური ღონისძიებების გატარებას იწყებენ. ამისშესახებ რადიო “ჰერეთს” ეროვნული სააგენტოდან აცნობეს.
მათი თქმით, ქიმიური წამლობა 26 მაისიდან მიმდინარეობს, თუმცა მავნებლის ერთეული გავრცელების გამო წამლობა მხოლოდ სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ტარდებოდა. ამ დროისთვის სიღნაღის სოფელებში – ანაგაში, ძველ ანაგაში, ვაქირში, ბოდბისხევში, ჯუგაანსა და ტიბაანში120 ჰა დაზიანებული ფართობი დამუშავდა.
დღეიდან ღონისძიებები საგარეჯოსა და დედოფლისწყაროს ტერიტორიაზეც ჩატარდება.