კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

კახეთში ხე-ტყის უკანონო ჭრისათვის პასუხისმგებლობა 43 მოქალაქეს დაეკისრა

კახეთში ხე-ტყის უკანონო ჭრის 43 შემთხვევა დაფიქსირდა. რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტში, მოქალაქეები ხე – ტყეს ჭრიდნენ და უკანონო ტრანსპორტირებას ახდენდნენ.

ტყის უკანონო ჭრის 15 შემთხვევაა გამოვლენილი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, 9- საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, 6 სამართალდარღვევა თელავის მუნიციპალიტეტში, 4- 4 ფაქტი, გამოვლინდა გურჯაანისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში, 3- დედოფლისწყაროში, ხოლო 1-1 ფაქტი დაფიქსირდა, ახმეტისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში.

ხე – ტყის უკანონო განადგურების ფაქტებზე, გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლებმა სამართალდარღვევის ოქმები შეადგინეს და სამართალდამცავებს გადასცეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button