მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

“ქართული ოცნება” საბჭოთა კავშირს ირჩევს“ – სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ

მმართველი პარტიის ოფისთან სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ. ისინი ევროკავშირის დახმარებაზე უარის თქმასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას აპროტესტებენ.

სამოქალაქო აქტივისტის, გიგა მაქარაშვილის თქმით, მმართველი პარტია ქვეყანას რუსეთისკენ მიაქანებს.

„სამწუხაროდ, ,,ქართული ოცნება” იმაზე უფრო სწრაფად მიაქანებს ქვეყანას რუსეთისკენ, ვიდრე შეიძლებოდა, წარმოგვედგინა. ბოლო ამბავი, რაც გუშინ გავიგეთ, იმის მანიშნებელია, რომ ევროპასა და დასავლურ სტანდარტებზე საბოლოოდ უარი თქვა. ,,ოცნებამ” საბოლოოდ მიაჯახუნა ის კარი, სადაც გველოდებიან და სადაც არის რეალურად ჩვენი ადგილი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ,,ოცნება” არ აპირებს სამართლიანი არჩევნების ჩატარებას – აცხადებს გიგა მაქარაშვილი.

მსგავსი პოსტები

Back to top button