კახეთში კინოჩვენებები იწყება
ეროვნული კინოცენტრის და კულტურის სამინისტროს ინიციატივით, საქართველოს რეგიონებში ახალი კინოპროექტი იწყება.
23 ივლისისდან 10 სექტემბრის ჩათვლით, საქართველოს 18 რეგიონში წარმატებულ თანამედროვე ქართულ ფილმებს ნახავენ.
კინოჩვენებები გაიმართება კულტურის სახლებსა და ცენტრებში, რომლებიც კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ აღჭურვილია ეკრანებითა და პროექტორებით.
რეგიონებში მაყურებელს მიეცემა შესაძლებლობა დიდ ეკრანზე ნახოს ბოლო წლებში გადაღებული ქართული ფილმები.
კახეთში კინოჩვენებები გაიმართება: ყვარლის კულტურის სახლში; დედოფლისწყაროს კულტურის ცენტრში; ლაგოდეხში, კინოთეატრ “სინემაში” და თელავში, კისისხევის კულტურის სახლში.
ფილმების სია ასე გამოიყურება: 1.”კრედიტის ლიმიტი” – რეჟ. სალომე/ნუცა ალექსი-მესხიშვილი; 2. “მანდარინები” – რეჟ. ზაზა ურუშაძე; 3. “გრძელი ნათელი დღეები” – რეჟ. ნანა ექვთიმიშვილი, სიმონ გროსი; 4. “მე ვარ ბესო” – რეჟ. ლაშა ცქვიტინიძე; 5. “პატარძლები” – რეჟ. თინათინ ყაჯრიშვილი; 6. “სიმინდის კუნძული” – რეჟ. გიორგი ოვაშვილი; 7. “შემთხვევითი პაემნები” – რეჟ. ლევან კოღუაშვილი; 8. “ყარასტანში დაკარგული” – რეჟ. ბენ ჰოპკინსი.